ბეჩო (უღელტეხილი)
ვიკიპედიიდან
ბეჩო, იუსენგი, უღელტეხილი კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, დოზღუზორუნისა და შხელდის მთებს შორის. სიმაღლე 3375 მ. დაფარულია ყინულით (ჩრდილოეთით იუსენგის და სამხრეთით დოლრას მყინვარი). ბილიკი გადადის ენგურის ხეობიდან (მდინარე დოლრაჭალის სათავეებიდან, მესტიის რაიონი) ბაქსანის ხეობაში (მდინარე იუსენგის სათავეებში, ყაბარდო-ბალყარეთი). ბეჩო სვანეთის კავკასიონის სხვა უღელტეხილებთან შედარებით ყველაზე ადვილი გადასასვლელია, ამიტომ მას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩრდილოეთ კავკასიასთან კავშირისათვის.