ვიკიპედიიდან
ბლაგოდატი, მთა რუსეთში, შუა ურალის აღმოსავლეთ ფერდობზე, სვერდლოვსკის ოლქში. სიმაღლე 364 მ. მაგნეტური რკინის მადნის საბადო. მადნის მოპოვება 1735 წელს დაიწყეს და უმთავრესად ღია წესით იღებენ. საბადოს ბაზაზე აშენდა კუშვის, ვერხნაია-ტურის, ბარანჩინსკის რკინეულის ქარხნები.