ბრანდენბურგი (მხარე)
ვიკიპედიიდან
ბრანდენბურგი (Brandenburg) არის მხარე გერმანიაში. სახელი მომდინარეობს ყოფილი სლავური ციხე-სიმაგრის Brennaburg-საგან.
- ფართობი - 29,5 ათასი კმ2,
- მოსახლეობა - 2.650 ათასი.
- ქალაქები (ათ.) - პოტსდამი (დედაქალაქი, 139), კოტბუსი (127), ბრანდებურგ-ჰაველი (95), ოდერის ფრანკფურტი (88).
- ისტორია: ჰოჰენცოლერნებმა, რომლებიც მართავდნენ ბრანდენბურგს 1415 წლიდან, შემოირთეს პრუსიის საჰერცოგო და შექმნეს ძლიერი სამეფო, რომელმაც გააერთიანა გერმანია მე-19 საუკუნეში. 1871 წელს ჰოჰენცოლერნები გახდნენ გერმანიის იმპერატორები. მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ ბრანდენბურგმა ტერიტორიის ნაწილი დაკარგა, რომელიც პოლონეთს გადაეცა. დანარჩენი ნაწილი გდრ-ის შემადგენლობაში შევიდა. 1990 წელს აღდგენილ იქნა როგორც მხარე.
გერმანიის მხარეები | |
---|---|
ბადენ-ვიურტემბერგი | ბავარია | ბერლინი | ბრანდენბურგი | ბრემენი | ჰამბურგი | ჰესენი | ქვემო საქსონია | მეკლენბურგ-წინა პომერანია | ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალია | რაინლანდ-პფალცი | ზაარლანდი | საქსონია | საქსონია-ანჰალტი | შლეზვიგ-ჰოლშტაინი | თიურინგია |