ბრანდო, მარლონ
ვიკიპედიიდან
მარლონ ბრანდო, უმც. (3 აპრილი, 1924 - 1 ივლისი, 2004) – ოსკარის ლაურეატი ამერიკელი მსახიობი, რომელიც საყოველთაოდ მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს კინომსახიობად ითვლება. მან გაუწია პოპულარიზაცია სტანისლავსკის სისტემას და მეთოდურ შესრულებას (ხშირად შეცდომით ერთ ტექნიკად მოიხსენიება) ფილმებში "სურვილის ტრამვაი" (A Streetcar Named Desire) და "წყლის პირას" (On the Waterfront), ორივე მათგანი ელია კაზანის რეჟისორობით დაიდგა ადრეულ 1950-იანებში. მის სამსახიობო სტილს, 1950-იანების ჰოლივუდში დაუინტერესებელი პერსონის საზოგადოებრივ იმიჯთან შეხამებით, უდიდესი გავლენა ჰქონდა მსახიობთა მთელ თაობაზე; მათ შორის იყვნენ ჯეიმს დინი, პოლ ნიუმანი, რობერტ დე ნირო, ალ პაჩინო, შონ პენი, რასელ კროუ, ჯეკ ნიკოლსონი და განსაკუთრებით ჯონი დეპი, რომელიც მისი პირადი პატრონაჟის ქვეშ იმყოფებოდა.