დეპი, ჯონი
ვიკიპედიიდან
ჯონ ”ჯონი” ქრისტოფერ დეპი II (John "Johnny" Christopher Depp II) (*9 ივნისი, 1963) - ამერიკელი მსახიობი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
დეპი დაიბადა ოუენსბოროში, კენტუკი, ჯონ ქრისტოფერ დეპი უფ. და ბეტი სიუ პალმერის ოჯახსი. ოჯახი 1970 წელს მირამარში გადავიდა, ფლორიდა, სადაც დეპმა მთელი ბავშვობა გაატარა. მას ერთი ძმა, დენი, და ორი და, დები და ქრისტი, ჰყავს. დეპის ოჯახი ძირითადად ფრანგული, ირლანდიური, გერმანული და ჩეროკული წარმომავლობისაა; სახელი დეპი ფრანგულია. დეპის ბებია დედის მხრიდან, მინი, იყო ჩეროკის ინდიელი, მამამისი კი ნაწილობრივ ამავე ტომის ჩამომავალია, რაც დეპს ერთი მეოთხედით ამერიკელ ინდიელთა ჩამომავლად ხდის. დეპის ბავშვობაში მისი ოჯახი მუდამ მოძრაობაში იყო, რის გამოც მათ საერთო ჯამში ოცი საცხოვრებელი ადგილი გამოიცვალეს. დეპს დედამ 13 წლის ასაკში გიტარა უყიდა და ამ დროიდან დეპი გარაჟის ბენდებში იწყებს დაკვრას.
დეპის მშობლები 1978 წელს განქოწინდნენ, როცა ის 15 წლის იყო. ერთ წელიწადში ის სკოლას თავს ანებებს როკის მუსიკოსად გახდომის წადილით. ის ერთდება ბენდს სახელით "The Kids", რომელსაც მცირეოდენი წარმატება ხვდა წილად. ბენდი მოგვიანებით ლოს-ანჯელესში, კალიფორნია, გადადის დისკის ჩაწერის მიზნით, შეცვლილი სახელით "Six Gun Method". ამ პერიოდში (1983) დეპი ქორწინდება ლირი ენ ელისონზე, ბენდის დამრტყმელის და. ამან ბენდის წევრებს შორის უთანხმოება გამოიწვია და ჯგუფი დაიშალა.
[რედაქტირება] კარიერა
დეპის ბოლო ფილმი, Pirates of the Caribbean:Dead Man's Chest, გამოდის 7 ივლისს, 2006. ის 2003 წლის ფილმის გარგრძელებაა. ფილმის კიდევ ერთი გაგრძელება გამოვა 2007 წლის მაისში. დეპი აგრეთვე გაახმოვანებს კაპიტან ჯეკ სპეროუს ვიდეო თამაშში: Pirates of the Caribbean: The Legend of Jack Sparrow, რომლის გამოსვლაც ასევე მომავლისთვისაა დაგეგმილი. მიმდინარეობს მოლაპარაკებები რომ მან მონაწილეობა მიიღოს ფილმში, რომელიც ახალი ვერსია იქნება მიუზიკლისა Sweeney Todd, ფილმის სავარაუდო რეჟისორად ტიმ ბარტონი მოიხსენიება.