ბრედო, ფერდინანდ ფონ
ვიკიპედიიდან
ბრედო, ფერდინანდ ფონ (გერმ. Ferdinand von Bredow) (* 1884; † 30 ივნისი 1934, ბერლინი) - გერმანელი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, რაიხსვერის გენერალ-მაიორი და სამხედრო დაზვერვის შეფი.
გენერალ.მაიორი ფონ ბრედო გენერალ კურტ ფონ შლეიხერთან ერთად ჰიტლერის რეჟიმის მოწინააღმდეგე იყო. ვაიმარის რესპუბლიკის ბოლო დღეებში იგი სამხედრო დაზვერვას ხელმძღვანელობდა და ამით პირდაპირი კონკურენტი იყო ნაცისტური პარტიის სადაზვერვო სამსახურის - "სდ"-სი და მისი შეფის რაინჰარდ ჰაიდრიხის.
რიომის პუტჩის დროს იგი, ისევე როგორც კურტ ფონ შლაიხერი, ფიურერის მოწინააღმდეგეთა სა სასიკვდილოდ დასაჯელთა სიაში მოხვდა. 1934 წლის 30 ივნისს - "გრძელი დანების ღამეს" - გენერალ-მაიორი ფონ ბრედო ""სს"-ელების მიერ მოკლულ იქნა ბერლინ-ლიხტენფელდეს სამხედრო კაზარმაში.