გერმანული ენა
ვიკიპედიიდან
გერმანული – გერმანელთა, ავსტრიელთა, გერმანო-შვეიცარიელთა ენა, მიეკუთვნება ინდოევროპული ოჯახის გერმანულ ჯგუფს .
სექციების სია |
[რედაქტირება] ზოგადი ცნობები
- მოლაპარაკეთა რაოდენობა: < 100 მლნ
- ენის კოდი: de
- სახელწოდება: de - Deutsch; en - German; eo - Germana
- დამწერლობა: ლათინური
სალიტერატურო გერმანული ენა ჩამოყალიბდა VIII-IX სს-ში ძველზემოგერმანული დიალექტის საფუძველზე, XIII-XV სს-ში - საშუალოზემოგერმანულის და XV ს-დან - ახალზემოგერმანულის საფუძველზე. უძველესი წერილობითი ძეგლებია: სენ-გალენის ლათინურ-გერმანული გლოსარიუმი (VIII ს.), შესრულებული ალემანურ დიალექტზე, ისიდორის ტრაქტატის თარგმანი რაინ-ფრანკონულ დიალექტზე (IX ს-ის დასაწყისი).
[რედაქტირება] სტატუსი
ოფიციალური ენა:
- ავსტრია
- ბელგია - ფრანგულთან და ნიდერლანდურთან ერთად.
- გერმანია
- იტალია
- ლიხტენშტაინი
- შვეიცარია - ფრანგულთან, იტალიურთან და რეტო-რომანულთან ერთად.
- დანია
- ლუქსემბურგი
- ევროპის კავშირი
გავრცელების არეალი:
- გერმანია
- ავსტრია
- შვეიცარია
- რუმინეთი
- ყაზახეთი
- აშშ
- კანადა
- სამხრეთ ამერიკის ქვეყნები
- ლუქსემბურგი
- დანია
- ჩრდილოეთ შლეზვიგი
- საფრანგეთი
- ელზასი და ლოთარინგია
- პოლონეთი
- აღმ.პომერანია და აღმ.სილეზია
- ნამიბია
[რედაქტირება] გრამატიკა
[რედაქტირება] ლექსიკა
ფრაზები და სიტყვები
- გამარჯობა - Guten Tag
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - (Herzlich) Willkommen
- გმადლობთ - Danke; Danke schön; Vielen Dank
- კი / არა - Ja / Nein
- გეთაყვა - Bitte
- ნახვამდის - Auf Wiedersehen
რიცხვები
- 1 - eins, 2 - zwei, 3 - drei, 4 - vier, 5 - fünf, 6 - sechs, 7 - sieben, 8 - acht, 9 - neun, 10 - zehn