ბუხრინწა
ვიკიპედიიდან
ბუხრინწა (Tyto alba), ფრინველი ბუსნაირთა რიგისა. სხეულის სიგრძე 33-39 სმ-ია, გავრცელებულია ევროპაში (ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილის გამოკლებით), სამხრეთ აზიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, აფრიკასა და ავსტრალიაში, ბალტიისპირეთში, ბელორუსიასა და უკრაინაში. ბუდეს იკეთებს ფუღუროში და სხვენზე. დებს 6-8 კვერცხს. კრუხობა გრძელდება 34 დღემდე. იკვებება მღრღნელებით, იშვიათად ფრინველებით.