გაბაშვილი, გიორგი
ვიკიპედიიდან
გიორგი კონსტანტინეს ძე გაბაშვილი (დ. 1973) - ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი 2004 წლის თებერვლიდან.
[რედაქტირება] განათლება
- 1995 - დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.
- 1991 - 1994 - სწავლობდა გერმანიაში, ზაარბრიუკენის უნივერსიტეტში - გერმანისტიკისა და ფილოლოგიის ფაკულტეტზე.
[რედაქტირება] შრომითი საქმიანობა
- 1997 - მუშაობდა განათლების სამინისტროში საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში.
- 1998 - მუშაობდა გერმანიაში, ქ. ბონის გერმანიის საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტში.
- 1998 - 2002 - მუშაობდა ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოში“, იყო სასკოლო სახელმძღვანელოების, გამომცემლობათა, მთარგმნელობითი, მასმედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამების ხელმძღვანელი.
- 2000 - 2002 - უძღვებოდა საავტორო ტელეპროექტს „აზრი“, იყო პარტია "გაერთიანებული დემოკრატების"გენერალური მდივანი.
- 2004, 17 თებერვალი - დაინიშნა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად.