ბონი
ვიკიპედიიდან
ღერბი | რუქა |
---|---|
![]() |
![]() |
ძირითადი მონაცემები | |
ფედ. მიწა: | ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალია |
გეოგრაფიული მდებარეობა: | 50° 43′ ჩ, 7° 6′ ა |
ფართობი: | 141,22 კმ² |
მოსახლეობა: | 314.020 (31.12.2005) |
მოსახლეობის სიმჭიდროვე: | 2.221 / კვ.კმ |
საფოსტო ინდექსი: | 53111–53229 (ძველი: 5300) |
სატელეფონო კოდი: | 0228 |
ტრ. ნომრების სერია: | BN |
UN/LOCODE: | DE BON |
ქალაქის დაყოფა: | 4 რაიონი, 51 უბნით |
ქალაქის თვითმმართველობის მისამართი: | Berliner Platz 2 53103 Bonn |
ვებ გვერდი: | www.bonn.de |
პოლიტიკური მონაცემები | |
მერი: | ბერბელ დიკმანი (სდპ) |
დავალიანება: | 914,85 Mio. € (19.01.2006) |
უმუშევრობა: | 8,8 % (2006 ივლისი) |
უცხოელები: | 13,65 % (31.12.2005) |
ფედერალური ქალაქი ბონი (გერმ. Bundesstadt Bonn) მდებარეობს ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის სამხრეთში, მდინარე რაინის ორივე სანაპიროზე.
ბონი რომაელების მიერ 2000 წლის წინ დაარსებული, გერმანიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. მე-18 საუკუნის ბოლომდე ბონი კიოლენლი კურფიურსტების რეზიდენცია იყო. სწორედ აქ დაიბადა 1770 წელს დიდი კომპოზიტორი ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი. ბონის ფრიდრიხ-ვილჰელმის სახელობის უნივერსიტეტი მე-19 საუკუნის განმავლობაში გერმანიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს უმაღლეს სასწავლებლად იქცა.
1949იდან 1990 წლამდე ბონი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქი იყო, ხოლო გერმანიის გაერთიანების გამო, დედაქალაქის ბერლინში გადატანის შემდეგ - 1999 წლამდე ბუნდესთაგისა და მთავრობის რეზიდენცია. პარლამენტისა და მთავრობის ერთი ნაწილის ახალ დედაქალაქში გადასვლის შემდეგ ბონში ექვსი ფედერალური სამინისტრო დარჩა. ყოფილ ე.წ. ფედერალურ უბანს (გერმ.Bundesviertel) დღეს დიდი გერმანული კომპანიების ჰედოფისები ამშვენებენ. 2006 წლის ივლისში კი, აქ გაეროს კემპი „UN-Campus“ გაიხსნა,რომელშიც ბონში მოქმედი გაერთიანებული ერების თორმეტი ორგანიზაცია დამკვიდრდა.
სექციების სია |
[რედაქტირება] ისტორია
[რედაქტირება] უბნები
[რედაქტირება] კულტურა და ტურისტული სანახაობები
[რედაქტირება] მუზეუმები
ბონში ბევრი მნიშვნელოვანი მუზეუმია. ავსტრიელი არქიტექტორის გუსტავ პაიხელის მიერ აგებულ შენობაში 1992 წელს გახსნილი გერმანიის ხელოვნებისა და გამოფენების დიდი დარბაზი (Kunst- und Ausstellungshalle der Bundesrepublik Deutschland - „Bundeskunsthalle“) და 1994 წ. „გაერთიანების“ კანცლერის - ჰელმუტ კოლის მიერ გახსნილი გერმანიის ისტორიის სახლი (Haus der Geschichte) დაარსების დღიდან ქვეყნის ათ ყველაზე ხალხმრავალ მუზეუმთა სიაში შევიდა. ყოველი მათგანი წლიურად 500000-ზე მეტ მნახველს იზიდავს.
აგრეთვე 1990-იან წლებში დაფუძნდა ბონის ხელოვნების მუზეუმი (Kunstmuseum Bonn) და გერმანული მუზეუმი (რომელიც მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევებს ეთმობა). ეს მუზეუმები ერთ გამზირზეა თავმოყრილი, აქვეა უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტის გაელრეა (ifa-Galerie) და მდიდარი ტრადიციების მქონე ზოოლოგიური მუზეუმ კიონიგი (Zoologisches Forschungsmuseum Alexander Koenig).
ცნობილი პიროვნებების სახლმუზეუმებიდან აღსანიშნავია ბეთჰოვენის, რობერტ შუმანის და აუგუსტ მაკეს სახლები. 2005 წლიდან ბონგასე - ქუჩა, რომელზეც ბეთჰოვენის სახლმუზეუმი მდებარეობს, ბონში დაბადებული, მოღვაწე ან მცხოვრები ცნობილი პიროვნებების პორტრეტებითაა მოპირკეთებული.
ბონის ალმა მატერსაც მრავალი მუზეუმი თუ გამოფენა გააჩნია:
ეგვიპტოლოგიის მუზეუმში 3000 მდე ობიექტის ნახვაა შესაძლებელი. აკადემიურ ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილია უნივერსიტეტის არქეოლოგიური კოლექცია, ხოლო არითმეუმში ძველი და ახალი გამომთვლელი მანქანები. საინტერესოა ბოტანიკური ბაღიც, რომელშიც 2003-2005 წლებში მსოფლიოში ყველაზე დიდი ყვავილი გაზარდეს. აღსანიშნავია აგრეთვე მინეროლოგიის მუზეუმი ძვირფასი ქვებისა და მეტეორიტების გამოფენით და გოლდფუს მუზეუმი წარმოდგენილი ფოსილური გადმონაშთებით.
1981 წელს ბონში გაიხსნა იმ დროისთვის, როგორც სახელწოდებით ასევე შინაარსით, უნიკალური - ქალთა მუზეუმი (Frauenmuseum). ამ დაწესებულებამ მალევე გაითქვა სახელი და საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა.
1995 - 2003 წლებში სრულიად რეკონსტრუირებულ რაინლანდის მუზეუმში (Rheinisches Landesmuseum) ამ მიწის კულტურულ-ისტორიული წარსულის არქეოლოგიური ძეგლებია წარმოდგენილი.