განთიადი (გაგრის რაიონი)
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "განთიადი" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: განთიადი (მრავალმნიშვნელოვანი) |
განთიადი - დაბა გაგრის რაიონის ტერიტორიაზე, აფხაზეთში. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე საქართველო-რუსეთის საზღვართან (გაგრიდან 15 კმ). დაბაზე გადის თბილისი-სოჭის სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები. დაბის ადგილას ადრე სოფელი ცანდრიფში, 1867 წელს მას პილენკოვო უწოდეს, 1948-1993 წლებში განთიადი ერქვა. აფხაზეთის სეპარატისტულმა რეჟიმმა კონფლიქტის შემდეგ სახელი გადაარქვა და ამჟამად ცანდრიფშად იწოდება.. დაბის სტატუსი მიენიჭა 1966 წელს. მოსახლეობა 7,3 ათასი (1970). განთიადი ზღვისპირა კლიმატური კურორტია: აქ მდებარეობდა პანსიონატები, სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ ინფრასტრუქტურა მოშლილია.