გარჯილა
ვიკიპედიიდან
გარჯილა, მთა რაჭის ქედზე, ჭაორის წყალსაცავის სამხრეთ-აღმოსავლეთით 4 კმ-ზე. სიმაღლე 1829 მ. აგებულია ცარცული ასაკის გადოლომიტებული კირქვებით. კალთები ციცაბოა, წიფლისა და სოჭის მეჩხერი ტყით შემოსილი, მწვერვალზე მეორეული სუბალპური ბალახეულობაა.