გენერალ-ადიუტანტი
ვიკიპედიიდან
გენერალ-ადიუტანტი, ერთ-ერთი უმაღლესი სამხედრო წოდება რუსეთში (XVIII ს. - XIX ს. დასაწყისი). შემოიღეს 1716 წელს სამხედრო წესდებით. გენერალ-ადიუტანტები მეფის, გენერალ-ფელდმარშლებისა და მათი თანაშემწეების, აგრეთვე სრული გენერლების სამსახურში იდგნენ, ადიუტანტის მოვალეობას ასრულებდნენ და წარმართავდნენ შტაბის საქმის წამოებას. ეკატერინე II-ის დროს მორიგე გენერალ-ადიუტანტი განაგებდა არმიის პირად შემადგენლობას.