გესნერიასებრნი
ვიკიპედიიდან
გესნერიასებრნი (Gesneriaceae), ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ბალახები, იშვიათად ბუჩქები ან ხეები, ზოგჯერ ლიანები. ტროპიკული გესნერიასებრთაგან ბევრი ეპიფიტია. აქვს დიდი, მკვეთრად შეფერილი ორსქესიანი ყვავილები. აერთიანებს 1800-ზე მეტ სახეობას, რომლებიც უმთავრესად ტროპიკებსა და სუბტროპიკებშია გავრცელებული. გენერიასებრთა ზოგიერთი სახეობა, განსაკუთრებით გლოქსინია და უზამბარის ია, ოთახისა და ორანჟერეის დეკორატიული მცენარეებია.