გიორგი III დადიანი
ვიკიპედიიდან
გიორგი III დადიანი (― † 1582), ოდიშის მთავარი 1572-1582, ლევან I დადიანის ძე. მუდმივი მტრობა ჰქონდა გურიის მთავართან. 1573 ტახტი წაართვა ძმამ მამიამ. გიორგი III დადიანი აფხაზეთში გაიქცა და შეეცადა აფხაზთა, ჯიქთა და ჩერქეზთა დახმარებით ტახტის დაბრუნებას, მაგრამ დამარცხდა. 1578 იმერეთის მეფის გიორგი II-ის ხელშეწყობით შეურიგდა ძმას - გურიის მთავარს და ტახტი დაიბრუნა.