გიორგი II გურიელი
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "გიორგი II" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: გიორგი II |
გიორგი II გურიელი († 1600), გურიის მთავარი 1566-1583, 1587-1600, როსტომ I გურიელის ძე. მის დროს გურიის სამთავრომ შემოიერთა საჯავახოს ნაწილი, ე. წ. გურიის საჯავახო ირან-ოსმალეთის 1578-1590 ომის დროს გიორგი II გურიელი იძულებული გახდა ოსმალეთს დამორჩილებოდა 1581 მეფესთან ერთად ქართლზე ელაშქრა. 1583 მამია IV დადიანის მიერ დამარცხებული გიორგი II გურიელი სტამბოლს გაიქცა. 1587 ოსმალთა ჯარის შემწეობით კვლავ გაბატონდა.