გიორგი IX
ვიკიპედიიდან
გიორგი IX, ქართლის მეფე 1525-27, კონსტანტინე II-ის ძე. ტახტზე ავიდა თავისი ძმის დავით X-ის ბერად შედგომის შემდეგ. 1527 (სხვა ცნობით - 1534) დინასტიური ბრძოლის გამო იძულებული გახდა თვითონაც ბერად აღკვეცილიყო და ტახტი დაეთმო თავისი ძმისშვილის ლუარსაბისათვის.