გიორგი I გურიელი
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "გიორგი I" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: გიორგი I |
გიორგი I გურიელი († 1512), გურიის მთავარი 1483-1512, კახაბერ II გურიელის ძე, იმერეთის მეფის ვასალი და მისი მსახურთუხუცესი. ისარგებლა იმერეთში ოსმალთა შემოსევით და უარი თქვა იმერთა მეფის მორჩილებაზე. XVI საუკუნის დასაწყისში მოიგერია ოსმალთა შემოსევა ჭანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც მაშინ გურიის სამთავროში შედიოდა. 1511 სამცხის ათაბაგ მზეჭაბუკთან ბრძოლაში დაკარგა აჭარა და ჭანეთი.