გრძელფეხასებრნი
ვიკიპედიიდან
გრძელფეხასებრნი (Tipulidae), მწერების ოჯახი ორფრთიანების რიგისა. ზოგი ზომისაა (400 მმ-მდე). აქვთ გრძელი ფეხები, რომლებიც საჭიროებისას შეუძლიათ შეატოვონ თავდამსხმელს და გაფრინდნენ. ოჯახში 1500-მდე სახეობა შედის; საქართველოში გვხვდება 150-მდე სახეობა. ბინადრობენ ტენიან მდელოებსა და ტყეებში. ზრდასრული ფორმები ჩვეულებრივ არ იკვებებიან, ზოგი მხოლოდ წყალს ან ნექტარს შეიწოვს; კვერცხს დებენ ნიადაგში, დამპალ მერქნში, ხავსში, იშვიათად - წყალში. მატლები მცენარის ლპობადი ნარჩენებით ან ფესვებით იკვებებიან, ზოგჯერ აზიანებენ ბოსტნეულსა და ხეების ნერგებს.