გულაგი
ვიკიპედიიდან
გულაგი (რუს. ГУЛАГ) – აკრონიმი Главное Управление Исправительно–Трудовых Лагерей и колоний, შრომით-გამოსასწორებელი ბანაკების და კოლონიების მთავარი სამართველო. გულაგის სახელით ცნობილია საბჭოთა სადამსჯელო სისტემის ნაწილი, სადაც პატიმრები სასჯელის მოხდასთან ერთად იძულებით ასრულებდნენ სხვადასხვა (როგორც წესი ფიზიკურ) სამუშაოს, ხშირად ძალიან ცუდ ან თითქმის გაუსაძლის პირობებში.