დავით V
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს " დავით" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: დავით |
დავით V, საქართველოს მეფე 1155, დემეტრე I-ის უფროსი ძე. უფლისწულობაში დავითმა აზნაურთა ერთი ჯგუფის მხარდაჭერით შეთქმულება მოაწყო დემეტრე I-ის წინააღმდეგ, რომელსაც უმცროსი ვაჟის - გიორგის გამეფება სურდა. თავდაპირველად დავითის ცდა მარცხით დამთავრდა, მაგრამ ბოლოს მაინც მიაღწია მეფობას. დემეტრე I იძულებული გახდა ბერად შემდგარიყო. 6 თვის მეფობის შემდეგ დავით V გარდაიცვალა და ტახტზე კვლავ დემეტრე I ავიდა, რომელმაც ახლა უკვე ტახტის მემკვიდრე გიორგი თანამოსაყდრედ დასვა.
წინამორბედი: დემეტრე I |
საქართველოს მეფე 1155 |
შემდეგი: დემეტრე I |
ერთიანი საქართველოს მეფეები | |
ბაგრატ III | გიორგი I | ბაგრატ IV | გიორგი II | დავით IV | დემეტრე I | დავით V | გიორგი III | თამარი | გიორგი IV | რუსუდანი | დავით VI / დავით VII | დემეტრე II | ვახტანგ II | დავით VIII | ვახტანგ III | გიორგი VI | გიორგი V | დავით IX | ბაგრატ V | გიორგი VII | კონსტანტინე I | ალექსანდრე I | ვახტანგ IV | გიორგი VIII |