დარეჯანი (ზურაბ არაგვის ერისთავის მეუღლე)
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს " დარეჯან" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: დარეჯან |
დარეჯანი ( † 1668), მეფე თეიმურაზ I-ის ასული, ზურაბ არაგვის ერისთავის მეუღლე. ზურაბის გარდაცვალების შემდეგ თეიმურაზ I-მა დარეჯანი იმერეთის მეფე ალექსანდრე III-ს მიათხოვა. ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ (1660) დარეჯანმა შეთქმულება მოაწყო, ტახტიდან ჩამოაგდო ბაგრატ IV, ქმრად შეირთო ბაგრატიონთა შორეული ნათესავი ვახტანგი (ჭუჭუნასშვილად წოდებული) და იგი მეფედ გამოაცხადა. მის დროს დარეჯანი სამეფოს ფაქტობრივი გამგებელი იყო. მოკლეს ფეოდალებმა.