დინვიდი, რობერტ
ვიკიპედიიდან
რობერტ დინვიდი (1693 – † 27 ივლისი, 1770) კოლონიალური ვირჯინიის გუბერნატორი 1751 – 1758 წწ.
დინვიდი იბრძოდა ოჰაიოს ოლქზე უფლებების მოსაპოვებლად, რომლის დასაკავებლადაც ასევე იღწვოდნენ ფრანგებიც. 1753 წელს დინვიდიმ შეიტყო რომ ფრანგემა ტბა ერის მახლბლად ფორტი ააგეს. მან 8 კაციანი რაზმი გააგზავნა ფრანგებთან ულტიმატუმის გადასაცემად, დინვიდი ითხოვდა ფრანგების მხრიდან ტერიტორიის დატოვებას, რაზეც ფანგებმა უარი განაცხადეს, ამ ფაქტს მოყვა ფორტ ნესესითის მოვლენები.
დინვიდის მოღვაწების პერიოდში მას მუდმივი უთანხმოება ჰქონდა ფინანსურ უწყებებთან. 1758 წელს ის გაიწვიეს ვირჯინიიდან და სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა ინგლისში.