ინგლისი
ვიკიპედიიდან
ინგლისი (ინგლისურად England, გვიანდელი ლათინური Anglia) არის დიდი ბრიტანეთის ნაწილი, მისი ისტორიული ბირთვი. სახელწოდება ანგლები ძველგერმანული ტომებისაგან მომდინარეობს. ტერმინი „ინგლისი“ ხშირად მთელი ბრიტანეთის მნიშვნელობით იხმარება.
- ფართობი - 131 ათასი (სახელმწიფო ტერიტორიის 54%).
- მოსახლეობა - 49,3 მლნ.
- ქალაქები (ათ.) - ლონდონი, ბირმინგემი, ლიდსი, შეფილდი, ბრედფორდი, ლივერპული, მანჩესტერი, ბრისტოლი.
ინგლისი ადმინისტრაციულად იყოფა 39 საგრაფოდ და 7 მეტროპოლიურ საგრაფოდ: დიდი ლონდონი (ცენტრი ლონდონი), დიდი მანჩესტერი (მანჩესტერი), მერსისაიდი (ლივერპული), სამხრეთ იორკშირი (დონკასტერი), თაინი და ვეირი (ნიუკასლი), დასავლეთ მიდლენდი (ბირმინგემი), დასავლეთ იორკშირი (ლიდსი).