ერატოსთენეს საცერი
ვიკიპედიიდან
ერატოსთენეს საცერი, მარტივ რიცხვთა ცხრილის შედგენის ხერხი.
[რედაქტირება] მეთოდი
ამოვწეროთ რიცხვები: 2, 3, 4... n; ამ მწკრივის პირველი რიცხვია 2. თუ ამოვშლით 2–ის ჯერად ყველა რიცხვს, გარდა 2–ისა, 2–ის პირველი მომდევნო დარჩენილი რიცხვი იქნება 3. როცა ამოვშლით 3–ის ჯერად ყველა რიცხვს, გარდა 3–ისა, 3–ის პირველი მომდევნო დარჩენილი რიცხვია 5. თუ ამ პროცესს გავაგრძელებთ, მივიღებთ ყველა მარტივ რიცხვს, რომლებიც ნაკლები არის მოცემულ n-ზე.