ვარაზვარდი
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს " ვარაზ" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: ვარაზ |
ვარაზვარდი, კამბეჩოვანის მთავარი VI საუკუნის II ნახევარში. სუმბატ დავითის ძის თხზულების მიხედვით, ბაგრატიონთა საგვარეულოს ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელი. ვარაზვარდმა და მისმა ძმამ ასამმა ისარგებლეს ირანელთა ბატონობით გამოწვეული უკმაყოფილებით, შაჰის ირანელ მოხელეს ვეზან ხორნაბუჯელს აუჯანყეს კამბეჩოვანის მოსახლეობა, დაიპყრეს კამბეჩოვანი და თვით გამთავრდნენ.