ვარაზ-ბაკური
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს " ვარაზ" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: ვარაზ |
ვარაზ-ბაკური, ვარაზ-ბაქარი, ქართლის მეფე IV საუკუნის II ნახევარში. ჩვეულებრივ აიგივებენ ამიანე მარცელინუსთან მოხსენიებულ ასფაგურთან, რომელიც 368 რომაელთა მომხრე საურმაგის განდევნის შემდეგ გაამეფეს ირანელებმა. 370 ვარაზ-ბაკური იძულებული გახდა დაებრუნებინა საურმაგისათვის მტკვრის სამხრეთით მდებარე ქართლის ნაწილი. 70-იანი წლების ბოლოს ვარაზ-ბაკურმა ირანელთა დახმარებით ისევ გააერთიანა ქართლი. ქართლის წყაროების თანახმად, ვარაზ-ბაკურის დროს ირანელებმა პირველად დახარკეს ქართლი. მის დროსვე პირველად იხსენიება თბილისი.