ვირსალაძე, ელისო
ვიკიპედიიდან
ელისო კონსტანტინეს ასული ვირსალაძე (* 14 სექტემბერი, 1942, თბილისი), ქართველი პიანისტი. საქართველოს სახალხო არტისტი (1974). ა. ვირსალაძის შვილიშვილი და მოწაფე.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
1964 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. ასპირანტურის კურსი გაიარა მოსკოვის კონსერვატორიაში პროფ. ი. ზაკის ხელმძღვანელობით. მსოფლიო ახალგაზრდობის ვენის მუსიკალური ფესტივალის ლაურეატი (1959).
ვირსალაძის ხელოვნებამ ფართო საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. იგი მოსკოვის საკავშირო (1961, III პრემია) და ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო (1962, III პრემია) კონკურსების, აგრეთვე ცვიკაუს (გფრ) შუმანის სახელობის საერთაშორისო კონკურსის (1966, I პრემია) ლაურეატია.
ვირსალაძის შესრულება გამოირჩევა მაღალი მუსიკალური კულტურით, ვირტუოზული ტექნიკითა და არტისტიზმით. მისი რეპერტუარი ფართო და მრავალფეროვანია. 1970 წლიდან ვირსალაძე მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგია.