ვიტორიო ამადეო III (პიემონტ-სარდინია)
ვიკიპედიიდან
ვიტორიო ამადეო III მარია (იტალ.: Vittorio Amadeo III Maria) (* 26 ივნისი 1726, ტურინი; † 16 ოქტომბერი 1796, მონჩალერი) – პიემონტ-სარდინიის მეფე და სავოიის ჰერცოგი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
ვიტორიო ამადეო პიემონტ-სარდინიის მეფის კარლო ემანუელე III-ის და მისი მეუღლის პოლიქსენე ფონ ჰესენ-რაინფელს-როტენბურგის უფროსი ვაჟი იყო. 1773 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ იგი პიემონტ-სარდინიის მეფე და სავოიის ჰერცოგი გახდა.
1750 წლის 31 მაისს მან ქალაქ ულში იქორწინა ესპანეთის პრინცესა მარია ანტონიაზე, რომელთანაც შეეძინა შვილები:
- კარლო ემანუელე IV (1751 - † 1819), პიემონტ-სარდინიის მეფე
- კარლოტა იზაბელა (* 1752 - † 1755),
- ლუიზა მარია ჯუზეპა (* 1753 - † 1810), საფრანგეთის დედოფალი, ლუი XVIII-ის მეუღლე
- ამადეო ალესანდრო (* 1754 - † 1755), მონფერატოს ჰერცოგი
- მარია ტერეზია (* 1756 - † 1805), საფრანგეთის დედოფალი, შარლ X-ის მეუღლე
- მარია ანა (* 1757 - † 1824), ჰერცოგინია დე შაბლე
- ვიტორიო ემანუელე I (* 1759 - † 1824), პიემონტ-სარდინიის მეფე
- მარია ფერდინანდა (* 1760 - † 1768),
- მაურიცო ჯუზეპე (* 1762 - † 1799), მონფერატოს ჰერცოგი
- მარია კაროლინა (* 1765 - † 1831), საქსონიის დედოფალი
- კარლო ფელიჩე I (* 1765 - † 1831), პიემონტ-სარდინიის მეფე
- ჯუზეპე ბენედეტო (* 1766 - † 1802), ჰერცოგი დე მორიენი