ზამთრის სასახლე (სანქტ-პეტერბურგი)
ვიკიპედიიდან
ზამთრის სასახლე (რუს. Зимний Дворец) მდებარეობს სანქტ-პეტერბურგში, რუსეთი, სასახლის სანაპიროსა და სასახლის მოედანს შორის; აშენდა 1754-62 წლებში, როგორც რუსეთის მეფეების ზამთრის რეზიდენცია.
ბაროკოს სტილის სასახლის პროექტი ეკუთვნის ბართოლომეო რასტრელის. თეთრ-მწვანე შეფერილობის სასახლეს 1.786 კარი და 1.945 ფანჯარა აქვს. სასახლის პირველი ბინადარი ეკატერინე დიდი იყო.
სასალხე ამჟამად სახელმწიფო ერმიტაჟის მუზეუმის დიდებულ შენობათა ჯგუფს ეკუთვნის, სადაც განლაგებულია მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ხელოვნების ნიმუშთა კოლექცია. როგორც მუზუემის ნაწილი, ზამთრის სასახლის 1057 დაბაზისა და ოთახის უმეტესობა საზოგადოებისთვის ღიაა. სამხედრო გალერეაში, გახსნილი 1836 წელს, განთავსებულია ნაპოლეონის რუსეთში შემოჭრის პერიოდის რუსეთის არმიის სამხედრო ლიდერთა 332 პორტრეტი.
რუსეთში თებერვლის რევოლუციის შემდეგ ზამთრის სასახლე რუსეთის დროებითი მთავრობის შტაბ-ბინა გახდა. ბოლშევიკთა ძალების მიერ ზამთრის სასახლის აღება ოქტომბრის რევოლუციის გადამწყვეტი მომენტი იყო.
[რედაქტირება] იხილით აგრეთვე
- სასახლის სანაპირო და სასახლის მოედანი -- სადაც ზამთრის სასახლე მდებარეობს.
- ეკატერინეს სასახლე -- ეკატერინე დიდის საზაფხულო რეზიდენცია.
- ერმიტაჟის მუზეუმი -- მსოფლიოში უდიდესი ხელოვნების ნიმუშთა კოლექციით.
- ზაფხულის სასახლე -- ზამთრის სასახლის წინამორბედი, როგორც სანქტ-პეტერბურგში მთავარი სამეფო რეზიდენცია.
- პეტერჰოფი -- ცარის საზაფხულო რეზიდენცია სანქტ-პეტერბურგის გარეთ.
- ცარსკოე სელო -- ცარის ზამტრის რეზიდენცია სანქტ-პეტერბურგის გარეთ.