თეირანის კონფერენცია
ვიკიპედიიდან
თეირანის კონფერენცია – ქალაქ თეირანში 1943 წლის 28 ნოემბერი – 1 დეკემბერი გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლი მოკავშირე სამი სახელმწიფოს (დიდი ბრიტანეთი, სსრკ, აშშ) ლიდერთა (უინსტონ ჩერჩილი, იოსებ სტალინი, ფრანკლინ დელანო რუზველტი) შეხვედრა. სათავე დაედო "დიდ სამეულს", განიხილებოდა მეორე ფრონტის გახსნის პერსპექტივა.