ჩერჩილი, უინსტონ
ვიკიპედიიდან
უინსტონ ჩერჩილი (სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილი (ინგ. Sir Winston Leonard Spencer-Churchill); (*30 ნოემბერი 1874 — † 24 იანვარი 1965) — ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე, ორატორი და მწერალი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი 1940—1945 და 1951—1955 წლებში, "დიდი სამეულის" ერთ–ერთი წევრი. ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1953).
უინსტონ ჩერჩილი დიდი ბრიტანეთის ისტორიაში შევიდა როგორც XX საუკუნის ერთ–ერთი გამოჩენილი პოლიტიკოსი, რომელიც ხელისუფლებაში 6 მონარქის მმართველობის პერიოდში მოღვაწეობდა (დაწყებული დედოფალი ვიქტორიიდან დამთავრებული ელისაბედ მეორით. მონაწილეობდა ანგლო–სუდანის ომში. პერიოდულად მისი ნახატები სამეფო აკადემიის დარბაზებში იფინებოდა. ჩერჩილი იყო თავისი დროის უდიდესი ორატორი.
სექციების სია |