თვითმფრინავი
ვიკიპედიიდან
თვითმფრინავი (მოძველებული სახელწ. აეროპლანი) – ატმოსფეროში საფრენად განკუთვნილი ჰაერზე მძიმე საფრენი აპარატი, რომელიც ძალოვანი დანადგარის და უძრავი ფრთის დახმარებით ჰქმნის აეროდინამიურ ამწევ ძალას. განასხვავებენ სამხედრო (საბრძოლო თვითმფრინავები და სპეციალური ავიაციის თვითმფრინავები) და სამოქალაქო თვითმფრინავებს; ხრახნიანს და რეაქტიულს; ბგერამდელს, ზებგერითსა და ჰიპერბგერითს; სახმელეთო და სახომალდო ბაზირების, ჰიდროთვითმფრინავებს და თვითმფრინავ-ამფიბიებს.