თოხისტარა
ვიკიპედიიდან
თოხისტარა (Aegithalos caudatus), ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. მომცრო ტანისაა, გრძელბოლოიანი. თავის ნაწილი და მუცლის მხარე თეთრი აქვს, ზურგის მხარე - შავი, ადგილ-ადგილ ვარდისფერი ან მოყავისფრო ელფერი დაჰკრავს. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში. საქართველოში ბევრია, როგორც მობინადრე ფრინველი. იკვებება მწერებით, რითაც მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.