თრიალეთის ქედი
ვიკიპედიიდან
თრიალეთის ქედი - ქედი მცირე კავკასიონის დასავლეთ ნაწილში, ახალციხის ქვაბულსა (დასავლეთით) და თბილისს (აღმოსავლეთით) შორის. მდებარეობს მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. სიგრძე დაახლ. 150 კმ, სიმაღლე 2850 მ-მდე. ძირითადად აგებულია ვულკანოგენური ქანებისაგან. ქედის თხემზე ალპური და სუბალპური მდელოებია, ჩრდილოეთ ფერდობებზე ტყეებია (მუხა, წიფელი, ნაძვი, ფიჭვი), სამხრეთი პრაქტიკულად უტყეოა, გასტეპებული მდელოებით.