თუმანიშვილი, გიორგი პავლეს ძე
ვიკიპედიიდან
გიორგი პავლეს ძე თუმანიშვილი (* 19 ოქტომბერი, 31 ოქტომბერი, 1872 ― † 1937), ქართველი ინჟინერი, რკინიგზის მშენებელი. დაამთავრა პეტერბურგის მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინსტიტუტი (1886). მუშაობდა თბილისი-ერევნის რკინიგზის ხაზის მშენებლობაზე (1896-1899), იყო ამ ხაზის საექსპლუატაციო უბნის უფროსი (1899-1902), ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს ინჟინერი (1906-1918), კახეთის რკინიგზის მშენებლობის მთავარი ინჟინრის მოადგილე (1912-1915), შემდგომ კი ამ გზის მმართველი (1915-1918), საქართველოს გზატკეცილების სამმართველოს უფროსი (1918-1919), კახეთის რკინიგზის დირექტორი და ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს კონსულტანტი (1919-1925), ნატანებ-ოზურგეთის რკინიგზის მშენებლობის მთავარი ინჟინერი (1922-1923), სენაკ-გაგრის რკინიგზის მშენებლობის მთავარი ინჟინერი (1925) და სხვა. 1934 მიენიჭა შრომის გმირის საპატიო წოდება.