ვიკიპედიიდან
31 ოქტომბერი არის გრიგორიანული კალენდრის 304-ე დღე (ნაკიან წლებში – 305-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 61 დღე.
- 475 : რომულუს ავგუსტულუსი რომის იმპერატორად გამოცხადდა.
- 1517 : პროტესტანტული რეფორმაცია - მარტინ ლუთერი თავის 95 თეზისს ვიტენბერგის ეკლესიის კარზე აქვეყნებს.
- 1864 : ნევადა აშშ-ის 36-ე შტატი გახდა.
- 1876 : ტროპიკულმა ციკლონმა ინდოეთში 200.000 ადამიანი იმსხვერპლა.
- 1892 : ართურ კონან დოილი აქვეყნებს შერლოკ ჰოლმსის თავგადასავლებს.
- 1922 : 39 წლის ასაკში ბენიტო მუსოლინი იტალიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი გახდა.
- 1940 : მმო - ბრიტანეთის ბრძოლა დასრულდა - გაერთიანებულმა სამეფომ გერმანიის ბრიტანეთში შემოჭრა აღკვეთა.
- 1941 : 14 წლის მუშაობის შემდეგ მაუნ რაშმორის კვეთა დასრულდა.
- 1954 : ალჟირის ომი დამოუკიდებლობისთვის - ალჟირის ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ფრონტი საფრანგეთის მმართველობის წინააღმდეგ აჯანყდა.
- 1956 : სუეცის კრიზისი - დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ეგვიპტის დაბომბვას იწყებენ, სუეცის არხის გახსნის იძულებისთვის.
- 1961 : იოსებ სტალინის ცხედარი ლენინის მავზოლეუმიდან გამოიტანეს.
- 1984 : ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ინდირა განდი მოკლა ორმა სიხმა დაცვის თანამშრომელმა (ნიუ-დელიში დაწებული არეულობის შედეგად მოგვიანებით 2000 უდანაშაულო სიხი დაიღუპა).
[რედაქტირება] ამ დღეს გარდაცვლილნი
- 1214 : ელეანორა ინგლისელი - ალფონსო VIII-ს მეუღლე, კასტილიის დედოფალი
- 1448 : იოანე VIII პალეოლოგი - ბიზანტიის იმპერატორი
- 1517 : ფრა ბარტოლომეო - იტალიელი მხატვარი
- 1723 : კოსიმო III მედიჩი - ტოსკანის ჰერცოგი
- 1732 : ვიქტორ-ამადეუს II - სავოის მეფე
- 1926 : ჰუდინი, ჰარი - ამერიკელი ილუზიონისტი
- 1984 : განდი, ინდირა - ინდოეთის პრემიერ-მინისტრი
სხვა თვეები: