იუკავა ჰიდეკი
ვიკიპედიიდან
იუკავა ჰიდეკი (Hideki Yukawa, იაპ. 湯川 秀樹, * 23 იანვარი, 1907, ტოკიო – † 8 სექტემბერი, 1981), იაპონელი ფიზიკოსი. 1929 წელს დაამთავრა კიოტოს უნივერსიტეტი. 1948 მიიწვიეს პერსპექტიულ გამოკვლევათა ინსტიტუტში (პრინსტონი, აშშ). იაპონიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1946-იდან). მისი უმთავრესი შრომები ეხება ბირთვული ძალების მეზონური თეორიისა და ელემენტარული ნაწილაკების თეორიის საკითხებს (კვარკების თეორია) 1935 წამოაყენა ჰიპოთეზა მეზონების არსებობის შესახებ. მიიღო ნუკლონების ურთიერთქმედების კანონი, რომელიც ხორციელდება მეზონების გაცვლით (იუკავას პოტენციალი). სსრკ მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი (1966), ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1963). ნობელის პრემია (1949).