ტოკიო
ვიკიპედიიდან
ტოკიო (იაპ.'' 東京, Tōkyō, "აღმოსავლეთის დედაქალაქი") -- იაპონიის 47 პრეფექტურიდან ერთ-ერთია და მოიცავს მჭიდროდ დასახლებულ რეგიონს, რომელსაც ადრე ქალაქ ტოკიოს უწოდებდნენ, და რომელიც ასევე დიდი ტოკიოს აგლომერაციის შუაგულს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ტოკიო ქალაქი არაა, მას იაპონიის დედაქალაქად თვლიან და ის წარმოადგენს ამ ქვეყნის მთავრობისა და იმპერატორის სამყოფელს. ტოკიოში დაახლოებით 12 მილიონი ადამიანი, ქვეყნის მოსახლეობის 10%, ცხოვრობს.
ტოკიო მდებარეობს კუნძულ ჰონსიუს კანტოს რეგიონში. ცენტრის კოორდინატებია 35°41'N, 139°46'E (35.68333, 139.7667), თუმცა მისი საზღვრები იჭიმება წყნარი ოკეანის ახლომდებარე კუნძულებზე, რომელთაგან ზოგიერთი ძირითადი მიწიდან 1000 კმ-ითაა დაშორებული.
როგორც ერის პოლიტიკურ, სამეწარმეო, საფინანსო, საგანმანათლებლო, საინფორმაციო და პოპ-კულტურის ცენტრს, ტოკიოს იაპონიაში კორპორაციათა შტაბ-ბინების, ფინანსური ინსტიტუტების, უნივერსიტეტების, კოლეჯების, მუზეუმების, თეატრების, სავაჭრო და გასართობი დაწესებულებების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია აქვს.
ტოკიოს ზოგადად მსოფლიოს ოთხ ყველაზე გავლენიან "გლობალურ ქალაქთა" (ლონდონის, ნიუ-იორკისა და პარიზის გვერდით) შორის მოიხსენიებენ.
სექციების სია |