იუსტიციის სამინისტრო
ვიკიპედიიდან
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მდებარეობს რუსთაველის გამზ. N30-ში.
[რედაქტირება] შენობა
შენობა რომელშიც ამჟამად იუსტიციის სამინისტრო მდებარეობს 1898 წელს აიგო არქიტექტორ კორნელი ტატიშჩევის პროექტით. თავდაპირველად იგი შემოსავლიან სახლს წარმოადგენდა. რუსთაველის გამზირისპირა და ალ. ჭავჭავაძის ქუჩისპირა ფასადების გადაწყვეტა ღიობებისა და ნაძერწი ელემენტების თანაბარ რიტმს ემყარება. ნაგებობა ერთიან რიტმს ქმნის მომიჯნავე შენობასთან, რომელიც 1897 წელს ააგო არქიტექტორმა პაულ შტერნმა (ალ. გრიბოედოვის ქ. N19).[1]
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ "საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი", 2006 წ. მეორე გამოცემა. ISBN 99940-0-923-0