კაზაკები (თამაში)
ვიკიპედიიდან
"კაზაკები" არის უკრაინული კომპანიის "ჯი-ეს-სი გეიმ ვორლდი"-ს მიერ შექმნილი კომპიუტერული სტრატეგიული თამაშების სერია, რომელიც ევროპის ისტორიაზეა ორიენტირებული. 2000 წლის 30 ნოემბერს გამოვიდა სერიის პირველი თამაში "კაზაკები: ევროპული ომები" (ინგლ.: "Cossacks: European Wars", რუს.: "Казаки: Европейские Войны"). ბოლო ნაწილი "კაზაკები II: ბრძოლა ევროპისათვის" (ინგლ.:"Cossacks II: Battle for Europe", რუს.: "Казаки II: Битва за Европу") გამოვიდა 2006 წლის ივნისში. სულ "კაზაკების" სერიიდან გაიყიდა 2,6 მილიონ დისკზე მეტი (2004 წლის მონაცემებით).