უკრაინა
ვიკიპედიიდან
|
|||||
დევიზი: (არ აქვს) |
|||||
სახელმწიფო ენა | უკრაინული | ||||
დედაქალაქი | კიევი | ||||
პრეზიდენტი | ვიქტორ იუშჩენკო | ||||
პრემიერ-მინისტრი | ვიქტორ იანუკოვიჩი | ||||
ფართობი - ხმელეთი - % წყალი |
სიდიდით 43-ე 603,700 კვ.კმ --% |
||||
მოსახლეობა - რაოდენობა - სიმჭიდროვე |
სიდიდით 25-ე 47,732,000 80/km² |
||||
დამოუკიდებლობა - თარიღი |
სსრკ-დან 24 აგვისტო 1991 |
||||
ვალუტა | გრივნა | ||||
დროის ზონა | დზკ +2 | ||||
სახელმწიფო ჰიმნი | უკრაინის ჰიმნი | ||||
ინტერნეტის დომენი | .ua | ||||
სატელეფონო კოდი | 380 |
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელწოდება
- ოფიციალური - უკრაინა, ეროვნული - Україна.
- ეტიმოლოგია: "უკრაინა" სლავურად სასაზღვრო რეგიონს ნიშნავს, შეადარე რუსულს - ”Окраина”. ამავე დროს სიტყვა ”კრაინა” უკრაინულში, ბელორუსულში, სერბო-ხორვატულში აღნიშნავს ”ქვეყანას”.
[რედაქტირება] გეოგრაფია
ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთიდან აკრავს შავი და აზოვის ზღვები. მოსაზღვრე ქვეყნებია რუსეთი, ბელარუსი, მოლდოვა, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და რუმინეთი. ფართობი შეადგენს 603.700 კვ.კმ-ს. უკრაინის ტერიტორიაზე მიედინება დიდი მდინარეები: დნეპრი, სამხრეთი ბუგი, დნესტრი, დუნაი. უმაღლესი მწვერვალია მთა გოვერლა - 2061 მ. კლიმატი ზომიერი კონტინენტურია, ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე - სუბტროპიკული.
[რედაქტირება] სახელმწიფო
- სახელმწიფო სისტემა - განვითარებადი დემოკრატია.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო (2005).
- საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი - ვერხოვნაია რადა (450 წევრი).
[რედაქტირება] ტერიტორიული მოწყობა
უკრაინის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 24 ოლქი, 1 ავტონომიური რესპუბლიკა (ყირიმი) და 2 ქალაქი (კიევი, სევასტოპოლი). კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით უკრაინას ოთხ რეგიონად ყოფენ: დნეპრისპირეთი (ცენტრი), დონბასი (აღმოსავლეთი), ნოვოროსია (შავიზღვისპირეთი და ყირიმი) და გალიცია (დასავლეთი).
[რედაქტირება] დემოგრაფია
- მოსახლეობა - 48,1 მლნ (2003), მათ შორის უკრაინელი 77,80%, რუსი 17,30%, ბელორუსი 0,60%, ყირიმელი თათარი 0.50%, მოლდაველი 0,50%. ყირიმის გარდა, უკრაინელები უმრავლესობას შეადგენენ ყველა ოლქში. *სახელმწიფო ენა - უკრაინული. მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მშობლიური ენა რუსულია, გავრცელებულია აგრეთვე რუმინული, პოლონური, უნგრული.
- რელიგია - ქრისტიანობა (მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი).
- დედაქალაქი - კიევი (2.588), დიდი ქალაქები - ხარკოვი (1.435), დნეპროპეტროვსკი (1.026), ოდესა (1.022), დონეცკი (985), ზაპოროჟიე (783), ლვოვი (700).
[რედაქტირება] ეკონომიკა
საბჭოთა ეპოქის განვითარებული სოფლის მეურნეობისა და ინდუსტრიის რესპუბლიკა ამჟამად ენერგომატარებლებზე მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებულია. უკრაინის დღევანდელი ეკონომიკისთვის დამახასიათებელია გარდამავალი ეტაპის სირთულეები. ქვეყანა მდიდარია ბუნებრივი რესურსებით - რკინის მადანი, ქვანახშირი, მანგანუმი, ბუნებრივი აირი, ნავთობი, მარილი, გოგირდი, გრაფიტი, ტიტანი, მაგნეზიუმი, ნიკელი, ვერცხლისწყალი, საშენი ხე-ტყე, სასოფლო-სამეურნეო მიწები. ექსპორტში დიდი წილი აქვს ლითონებს, მანქანათმშენებლობის პროდუქციას, კვების პროდუქტებს. ვალუტა - ჰრივნა (UAH).
[რედაქტირება] უახლესი ისტორია
1917 წელს შეიქმნა უკრაინის სსრ. 1917-1920 წლებში უკრაინის ტერიტორიაზე არსებობდა უკრაინის სახალხო რესპუბლიკა, დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკა, უკრაინის სახელმწიფო, რომლებთანაც უკრაინის სსრ სამოქალაქო ომს აწარმოებდა. 1922 წლიდან უკრაინის სსრ შევიდა სსრ კავშირის შემადგენლობაში. 1991 წელს გამოცხადდა უკრაინის დამოუკიდებლობა. 1945 წლიდან უკრაინა გაეროს წევრია, ხოლო 1997 წელს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ნატოსთან მისი განსაკუთრებული ურთიერთობების შესახებ. 2004 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ფალსიფიკაციამ ქვეყანაში სახალხო მღელვარება გამოიწვია, რაც ნარინჯისფერი რევოლუციის სახელით გახდა ცნობილი. განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციის ლიდერმა ვ.იუშჩენკომ.
[რედაქტირება] კულტურა
- არქიტექტურა: კიევის წმინდა სოფიის ტაძარი, ლვოვის ისტორიული ცენტრი.
რედ. სუამის ქვეყნები | |
საქართველო | უკრაინა | აზერბაიჯანი | მოლდოვა |
დსთ–ს ქვეყნები | |
აზერბაიჯანი | ბელარუსი | თურქმენეთი | მოლდოვა | საქართველო | რუსეთი | სომხეთი | ტაჯიკეთი | უზბეკეთი | უკრაინა | ყაზახეთი | ყირგიზეთი |
ევროპის ქვეყნები | |
ავსტრია | აზერბაიჯანი | ალბანეთი | ანდორა | ბელგია | ბელარუსი | ბოსნია და ჰერცეგოვინა | ბულგარეთი | გერმანია | დანია | დიდი ბრიტანეთი | ესპანეთი | ესტონეთი | ვატიკანი | თურქეთი¹ | ირლანდია | ისლანდია | იტალია | ლატვია | ლიტვა | ლიხტენშტაინი | ლუქსემბურგი | მაკედონია | მალტა | მოლდოვა | მონაკო | ნიდერლანდები | ნორვეგია | პოლონეთი | პორტუგალია | რუმინეთი | რუსეთი¹ | საბერძნეთი | სან-მარინო | საფრანგეთი | საქართველო | სერბია | მონტენეგრო | სლოვაკეთი | სლოვენია | სომხეთი | უკრაინა | უნგრეთი | ფინეთი | ყაზახეთი¹ | შვეიცარია | შვეცია | ჩეხეთი | ხორვატია | |
დამოკიდებული ტერიტორიები: გერნსი | გიბრალტარი | კუნძული მენი | ფარერის კუნძულები | ჯერსი | |
¹ ნაწილი აზიაშია |