კასპი
ვიკიპედიიდან
ქალაქი საქართველოში, კასპის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს [შიდა ქართლის ვაკე|შიდა ქართლის ვაკეზე]], მდინარე მტკვრის ნაპირას. ქალაქად გამოცხადდა 1959 წელს. მოსახლეობა 15,2 ათასი (2002 წ.). მემატიანე ლეონტი მროველი ქალაქის დაარსებას ქართველთა ერთ-ერთ ეთნარქს, უფლოსს მიაწერს. XV ს-დან ეკუთვნოდა მსხვილ ფეოდალთა ამილახვრების საგვარეულოს. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები.