კაცია II დადიანი
ვიკიპედიიდან
კაცია II დადიანი, ოდიშის მთავარი 1758-1788, ოტია დადიანის ძე. 1757 ოდიშის დამხმარე ლაშქარს ხელმძღვანელობდა ხრესილის ბრძოლაში. 1770-1771 დასავლეთ საქართველოში მყოფ რუსეთის კორპუსს ეხმარებოდა ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლაში (რუსული წყაროების ცობით, საკმაოდ ორჭოფული პოზიცია ეკავა). 1780 კაცია II დადიანმა სოლომონ I-ის დახმარებით რუხის ბრძოლაში დაამარცხა აფხაზეთის მთავარი. შემდეგში იგი აქტიურად ერეოდა აფხაზეთის სამთავრო სახლის შინაურ საქმეებში; ეხმარებოდა ზურაბ შარვაშიძეს თავისი ძმისწულის - ქელაიშ-აჰმედ-ბეგის წინააღმდეგ ბრძოლაში. სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ დაეხმარა დავით გიორგის ძეს იმერეთის სამეფო ტახტის დაუფლებაში.