კოლა
ვიკიპედიიდან
კოლა ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიული მესხეთის ნაწილი. იგი მოიცავს მტკვრის სათავეების ქვაბულს. სახელწოდება წარმოდგება კოლხას ტომის სახელისაგან. უძველესი აბორიგენული მოსახლეობა დასავლურ-ქართული იქნებოდა. ძვ. წ.-ის IV ს-ში შედიოდა წუნდის საერისთავოში, ძვ. წ.-ის II-I სს-ში სომხეთის სამეფოს მფლობელობაშია, ახ. წ.-ის I-II სს-ში - იბერიაში. შემდეგ V ს-მდე კვლავ სომხეთს ეკუთვნის. IX-XI სს-ში ქართველთა საკურაპალატოშია, XVI ს-დან ოსმალეთის მიერაა მიტაცებული. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაშია. 1921 წლიდან კი ისევ თურქეთის საზღვრებშია.