კორნბერგი, როჯერ
ვიკიპედიიდან
როჯერ დევიდ კორნბერგი (Roger David Kornberg; 1947, სენტ-ლუისი, მისური) — ამერიკელი მეცნიერი, სტენფორდის უნივერსიტეტის სტრუქტურული ბიოლოგიის პროფესორი.
2006 წელს ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა "მის მიერ ევკარიოტული ტრანსკრიფციის მოლეკულური ბაზის კვლევისთვის", რომელიც ხსნის დნკ-ს რნკ-დ გარდაქმნის პროცესს. მამამისი, ართურ კორნბერგი, რომელიც ასევე სტანფორდის უნივერსიტეტის პროფესორი იყო, 1959 წელს მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.