ლევან ბატონიშვილი
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "ლევან " აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: ლევან |
ლევან ბატონიშვილი (ბაგრატიონი) ( † 1709), ქართლის მეფის ვახტანგ V-ის შვილი. ვახტანგ VI-ის მამა და სულხან-საბა ორბელიანის მამიდაშვილი. ძმის, გიორგი XI-ის ირანში გაწვევის დროს, 1675-77 და 1703, იყო ქართლის გამგებელი (ჯანიშინი). 1678 ირანში გაიწვიეს, გაამაჰმადიანეს და შაჰ ყული-ხანი უწოდეს. დაინიშნა ქირმანის ნაიბად. შაჰის დავალებით ხელმძღვანელობდა ბელუჯების წინააღმდეგ ბრძოლას. შემდეგ ირანის მდივანბეგობაც მიიღო. 1708 წელს უგზავნის რომის პაპს კლემენს XI-ს წერილს, სადაც უცხადებს მას საკუთარ მორჩილებას, რასაც მოგვიანებით მისი ვაჟნი, ქაიხოსრო და ვახტანგი (ვახტანგ VI) გაიმეორებენ. ლევან ბატონიშვილი მფარველობდა კათოლიკე მისიონერებს, იყო სულხან-საბა ორბელიანის მიერ ქართული ლექსიკონის შედგენის ერთ-ერთი ხელშემწყობი. მას შეუდგენია "ვედრება" იოანე ნათლისმცემლის, პეტრეს, პავლესა და სხვათა წმინდანებისადმი.