მანუელ II
ვიკიპედიიდან
მანუელ II (პორტ. Manuel II, 1889-1932) — პორტუგალიის ბოლო მეფე. ტახტზე ავიდა 19 წლის ასაკში მამის კარლუშ I-ისა და ტახტის მემკვიდრე ძმა ლუიშ-ფილიპის 1908 წლის 1 თებერვალს მკვლელობის შემდეგ. ამ თავდასხმისას თავად მანუელიც მსუბუქად დაიჭრა. მის მიერ გაუქმდა დიქტატორული მმართველობა, მანვე დანიშნა დემოკრატიული არჩევნები, რომელზეც მტკიცე გამარჯვება სოციალისტებმა და რესპუბლიკელებმა მოიპოვეს. ორ წელიწადში (1910) მისი მმართველობა ჩამოაგდეს, რის გამოც მას ბრიტანეთში მოუწია გაქცევამ. ამის შემდეგ პორტუგალია რესპუბლიკად გამოცხადდა. გარდაიცვალა ბრიტანეთში ემიგრაციაში, უშვილოდ; დინასტიაში ტახტის მემკვიდრეობა გადაეცა შორეულ ნათესავებს დუარტეს შტოდან.