მანუჩარ I დადიანი
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "მანუჩარ" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: მანუჩარ |
მანუჩარ I დადიანი ( † 1611), ოდიშის მთავარი 1590-1611, ლევან I დადიანის ძე. მანუჩარ I დადიანმა დიდი დახმარება გაუწია იმერეთის მეფე როსტომს ქართლის მეფე სიმონ I-თან ბრძოლაში; მან გადამწყვეტი როლი ითამაშა ოფშკვითის ბრძოლაში, სადაც სვიმონ I დამარცხდა. ამ ბრძოლის შემდეგ როსტომ მეფემ საბოლოოდ დაიმკვიდრა იმერეთის ტახტი.