მანუჩარ I
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "მანუჩარ" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: მანუჩარ |
მანუჩარ I ჯაყელი, სამცხის ათაბაგი 1516-1518, ყვარყვარე II-ის ძე. მზეჭაბუკის შემდეგ ათაბაგობა წაართვა თავის ძმისშვილს ყვარყვარე III-ს. ყვარყვარემ სპარსელთა დახმარებით ტახტი დაიბრუნა. 1518 წელს მანუჩარ I ოსმალთა შემწეობით ისევ შეეცადა ტახტის დაუფლებას, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდა.